
ათასნაირი პრობლემა და დაავადება არსებობს, მათ შორის უძილობა.
ერთი შეხედვით ეს დაავადება უწყინარია, ორი შეხედვით დაავადებაა, სამი და მეტი შეხედვით კი უკვე მომაბეზრებელი და მტანჯველი დაავადება. უძილობა ბევრ ადამიანს აწუხებს(საბედნიეროდ მე არა) უძლილბას იწვევს ნერვული სისტემის აღგზნება ეს არის მდგომარეობა როცა გიწევს გაატარო ღამე თვალ და გონებაგახელილმა. გონებას დასვენება უნდა და არამარტო, ყველაფრისთვის საჭიროა ძილი. კანისთვის, თვალებისთვის და ა.შ. უძილო ადამიანი უხასიათოდ არის მთელი დღის განმავლობაში. ეს მდგომარეობა განვიცადე მაშინ როცა დღეეში რამდენიმე ჭიქა ყავას ვსვავდი. ნალექიანი ყავა არ მოქმედებს ჩემზე რასაც ვერ ვიტყვი უნალექოზე, ღამით თუ არ მეძინება გადავხედავმთელ დღეს და აღმოვაჩენ რომსადღაც ყავა მაქვს დალეული(უნალექო). მართლა საშინელებაა უძილობა.. მოდის ფიქრები და მასპინძლობა უნდა გაუწიო, თან ყველა ფიქრი არ იმსახურებს კეთილად მიღებას. წიგნებიც არის დაწერილი ამ თემაზე, როგორც მხატვრული ისე დოკუმენტური. არსებობდა გადაცემა რომლის მსვლელობის განმავლობაში ერთ ადამიანს ჰქონდა ასეთი მოვალეობა, რომ უნდა ემთქნარებინა. ძილის სურვილს მთქნარების გამოვხატავთ რომელიც გადამდებია. უძილობას მკურნალობენ ხალხური საშუალებებით და არსებობს საძილე ამბები. სომნალი მახსოვს კარგად ჩემმა მეგობარმა დალია ერთხელ.. :)ძლიერმოქმედი წამალია.. შემოგთავაზებთ ხალხურ მეთოდებს:თ ა ფ ლ ი ვ ა შ ლ ი ს ძ მ რ ი თ
3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჩაის ჭიქა თაფლში არეული არაჩვეულებრივი საძილე საშუალებაა. ძილის წინ ღებულობენ 2 ჩაის კოვზს. მიღება შეიძლება ღამით.
შ ვ რ ი ა
1 სუფრის კოვზი შვრიის მარცვალი ან ფანტელები უნდა იხარშოს 2 ჭიქა წყალში დიდხანს (განახევრებამდე). სვამენ როგორც ჩაის
ი ვ ა ნ - ჩ ა ი
2 სუფრის კოვზ ივან-ჩაის (იყიდება აფთიაქებში) ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს თერმოსში და აჩერებენ 6 სთ. ღებულობენ თანაბარ ულუფებად 3-4-ჯერ დღეში ნევრასთენიის, უძილობისა და თავის ტკივილის დროს.
ვ ა ლ ე რ ი ა ნ ა ს ძ ი რ ე ბ ი
ვალერიანას დაქუცმაცებულ ფესვებს (2 ჩაის კოვზს 1 ჭიქა მდუღარე წყალზე) ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთით. ღებულობენ 1 სუფრის კოვზ ნაყენს დღეში 3-4-ჯერ. ბავშვებს აძლევენ ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში. ძლიერი აღგზნებადობის დროს შეიძლება 1/2 ჩაის ჭიქა ვალერიანის ნაყენის მიღება 2-3-ჯერ დღეში.
ძ ი ლ ი ს ბ ა ლ ი შ ი
ავსებენ ბალიშს თავშავას ყვავილებით, არყის ხის ფოთლებით ან სვიის გირჩებით, ამ მცენარეების აქროლადი ნივთიერებების გავლენით ძილის პროცესი უმჯობესდება.

მოკლედ ძილი ისეთი სასიამოვნოა და ძვირფასი არ ღირს მისი მოკლება. თუმცა ზოგი ფიქრობს რომ დრო ძილისთვის დაკარგული დროა. გამოკითხვის შედეგად ყველაზე სასიამოვნო წუთები ადამიანთა უმრავლესობას მაშინ აქვს როცა დაძინების პროცესშია. მართლაც ვერაფერი შეედრება ძილის სიამოვნებას. დაღლილი ადამიანის ძილი კი ყველაზე ტკბილია. :) ტკბილ სიზმრებს გისურვებთ;....Zzzz...

ეს პოსტი მე მეძღვნებოდა თითქოს : ))(გამეცინა): )) თუმცა მე არაფერი მშველის,იმიტომ რომ არ მიყვარს ძილი...(არც ილიას უყვარდა ძილი(მგზავრის წერილები)და ცოტათი მამშვიდებს ეს ფაქტი) :| :*:*
ReplyDelete