
თან როგორი დილაა, ამ დროს ნახევარ თბილისს ძინავს ნახევარი ჭამს, ნახევარი ამთქნარებს და დანარჩენი არ ვიცი რას აკეთებს. ისე ამდენი ნახევარი რატომ? ეგ არაფერი დღეს მეპატიება იმიტომ, რომ ალბათ ერთადერთი ან მაქსიმუმ ოთხადმეოთხე ადამიანი ვარ ვინც ახლა სკოლაში უნდა წავიდეს და თქვენ წარმოიდგინეთ კულინარიის გამოცდა ჩააბაროს. არადა ხახვის დაჭრა ვიცი კარტოფილის შეწვა, მოხარშვა, დაჟე პერაშკების გამოცხობაც. ხოდა ასეთი ხელმარჯვე კულინარიაში რო ჩავიჭრა არ მეკადრება. თან ისე კარგად გამომდის საჭმელების კეთება, მაგრამ ჩემი ადგილი სამზარეულოში არ მეგულება. აი ეგ აღარ ვიცი რამდენი გრადუსიანი უნდა მიიტანო მეორადი კერძი სუფრასთან კიდე ისეთი უცნაური კერძების სახელებია, დანარჩენი სამი მაინც უნდა იცოდე რა არის, რო არ გაჭედო. მოკლედ ადრე ავდქი როგორც ყოველთვის(არა ხშირად) და ველოდები როდის მოვემზადო და შემოგირბინეთ :*არ გააციოთ :)
No comments:
Post a Comment
please coment