Pages

Thursday, July 8, 2010

სიზმარა



შუაში მე აქეთ მზე, იქით მთვარე, უკან კიდე ვარსკვლავები....



აი ახლა დამეძინება და დამესიზმრება... (YAWN) მახსოვს მეშვიდე კლასში ვიყავი სიზმარი, რომ მოგვცეს დასაწერად. მეც დავწერე და ჩემი თავით უკმაყოფილომ გავუწოდე ფურცელი მასწავლებელს. რამდენიმე დღეში ფურცელი უკან დამიბრუნეს წითელი წარწრით ”ყოჩაღ ეკა ძალიან კარგია!” რა უნდა მომსვლოდა? ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა. მერე რო წავიკითხე მივხვდი რომ ცუდი მართლა არ იყო. ყველაფერი ასე იწყებოდა ”თვალები დავხუჭე და სიზმრების სამყაროში აღმოვჩნდი ირგვლივ უამრავი სიზმარი ირეოდა ისე შემირჩიეს სიზმარი არავინ არაფერს შემეკითხა და დამესიზმრა:...” (ამდენი ტავტოლოგები არ იყო)ამის შემდეგ მოდიოდა ის რაც დამესიზმრა და რაც ამომიტივტივდა თავში. თურმე ადამიანის სიზმარი მაქსიმუმ 9 წამს გრძელდება და ბევრ სიზმრებს ნახულობს, მერე აღარ ახსოვს. ამ პოსტის დაწერის იდეა კი მას შემდეგ გამიჩნდა რაც ისეთი სიზმარი ვნახე რომელიც არასოდეს არ დამავიწყდება. ეს სიზმარი არ გავდა მეტროში ჩავარდნილ სიზმრებს არც სახურავიდან გადმომხტარს, ეს უბრალოდ ქორწილი იყო. არ ვუარყოფ რომ ის ადამიანი სწორედ იმ დღეს დამესიზმრა, როცა გამახსენდა და ვადასტურებ რომ სიზმარი ქვეცნობიერის ამოძახილია, მაგრამ ეს ქორწილი თვითონ მოიფიქრა და დაგეგმა სიზმართბატონმა. ახლა გადავიდეთ სიზმარზე . ძალიან კარგად და დეტალურად მახსოვს ყველაფერი. რაღაც რესტორანში შევედი და იქ ვიღაც კაცი რაღაც საქმეებს აგვარებდა, როგორც სიზმარშივე ვიგრძენი ეს მამამთილი იყო ჩემი :)) მე მივედი და ვკითხე (ეს უკვე რაღააც შეგნებულად გავაკეთე) საინტერესო კითხვა იყო: უკაცრავად რა ჰქვია თქვენ შვილს? მანაც დაუფიქრებლად მიპასუხა სახელი რომელსაც ვეჭვობდი. ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა, აი როგორც იტყვიან გავშრი. ის ჩემი მეგობარია. მერე დავდიოდი ოთახებში სადაც უამრავი კაბები და სარკეები იყო და ხალხი, რომელთაგანაც არავის არ ვიცნობდი. ერთი ჩემი მოხუცი მეზობელი დავინახე მარტო. არც მივსულვარ, სად მეცალა =)) ჩემი იქ არავინ იყო :((მაგრამ რაღაც მიხაროდა. ჩემი ქმარი ვერ ვიხილე თუმცა მახსოვს ნიანგმა შეჭამა ალბათ იმიტომ რომ გუშინ ნიანგებზე ვუყურე გადაცემას. მოკლედ ტრაგიკომედია იყო. გამეღვიძა და გული დამწყდა სტუმრები რო მივატოვე მარტო ისევ ვცადე დაძინება... სიზმრის კაცუნება უკან აღარ მიმიღეს.

No comments:

Post a Comment

please coment