
კარგა ხანია დაინტერესებული ვარ ასტროლოგიით, თუმცა ინტერესეი ამ ბოლო დღეებში გამიმძაფრდა და მე რასაც ვიფიქრებ თუ არ გავანდე დამსწრე საზოგადოებას გამორიცხულია, ეს ვარსკვლავებმა დამანათლეს ალბათ.
იცით მე უკვე მივაღწიე იმ სტადიას როცა ადამიანს ყველაფერი სწამს გარდა ბუდასი და ლაოძის. დავისვენე რაც აღმოვაჩინე რომ შავი მთვარე არ განმაგებს. კარგი ბლოგიც მოვძებნე და ჩემს მასიურ ცოდნას ფართობი გავუზარდე. დღეს კიდე მე და ”ვერძი”ბიბლიოთეკაში როგორ შეიძლება ასეთი ხალხის ურთიერთობა წიგნებთან? თურმე სამიჯნუროდ(ღრმა ინტელექტის გამოსხივება)გვჭირდება ასტროლოგია. მერე ბატონი მიშა ცაგალელიც მიაფუჩევენს(კაცი რომელსაც მოცლია და წერს) იმედია კოსმოსი არ დაიმახსოვრებს იმ იმფორმაციას და ბუმერანგივით არ დამიბრუნებს უკან რაც იმ წუთას ვიფიქრე. პარასკევს რატი ამაღლობელი მოდის ჩვენთან(ბიბლიოთეკაში)ძალიან გამეხარდა, აი ძალიან. ავტოგრაფი თუ ინდათ ვინმეს აქ ვარ ფურცლების და მელნის ამოუწურავი მარაგით(არა ჩემი ავტოგრაფი კი არა რატისი) ისე რატისაც უნდა ვკითხოთ მგონი. სალვადორ დალის გამოფენაზე წასვლაც მინდა მოკლედ შემოქმედებითი კვირა მაქვს. ექსკურსიაზეც მივდივართ. ხო ახლა ვაპირებ ექსკურსიის კულტი შევქმნა და მას შევედრო რომ ერთხელ და სამუდამოდ წავიდეთ სადმე და ამ ”გიორგას” ტემბრმა აღარ შესძრას კლასი. რას ვერჩი ცდილობს ბავშვი. უი კიდე კვირას კუროს დაბადების დღეა
No comments:
Post a Comment
please coment