Pages

Sunday, May 30, 2010

ცხოვრება (ბავშვებს)


რა უცნაურია ცხოვრება.
ალბათ საინტერესოდ გეჩვენებათ ეს თემა და მას კი ერთი უცნაურობა კიდევ ემატება იზრდება სუქდება და მოგორავს მთელი თავისი ელექტროსკამებით და ათასი საწამებელი ინსტრუმენტით. როგორ გვაწამებს ცხოვრება. ხშირად ამბობენ რომ ეს ჯოჯოხეთია, თუმცა არც სჯერათ და არც უნახავთ ჯოჯოხეთი. სამოთხე? არა არც ეგ გამოდგება ეპითეტად თუ მეტაფორად. ოჰ ეს გრამატიკა როგორ გვაწამებს, ალბათ ცხოვრების ერთ-ერთი საწამებელი ინსტრუმენტია რომელიც ისეთი უმნიშვნელოა აღარც კი ახსოვს რომელ ჯიბეში ჩაიდო.

         ქუჩაში მოდის ცხოვრბა თბილია, ათბობს ქუჩას, მოდის და ყველა ხედავს. სულ სხვადასხვაა ყველა მხრიდან. სულ სხვადასხვაა.. ჯიბეში შოკოლადები უდევს. ყურზე:? ეს რა დავინეხე ყურზე სიგარეტ კევები რო იყო სულ ეგეთები აქვს გაჩხერილი. მოდის და თავის საღეჭირეზეინის ძირიან ჩექმას ხან ვის დაადგამს ხან ვის. აიკრობს და ასე ატარებს მთელი ცხოვრება. ფეხს რო აწევს ამოისუნთქებს აკრული, რო დააბიჯებს ტკივა, მაგრამ ითმენს და ამბობს ჯოჯოხეთია ცხოვრება..ცხოვრებას წყინს. არადა ვერც იხრება იმდენი კამფეტები კიდია ზურგზე შარვალიც კამფეტის აცვია. სადღაც, როდესღაც მოძვრება ფეხზე ის აკრული და შვებით ამოისუნთქებს. ის კი არა, ცხოვრება. ის უსულოდ გდია ქუჩაში ცხოვრებას გონია რო ისვენებს და მიდის.აკრული ახლა მიწაზეა გაკრული. ენატრება ცხოვრება რომელიც ფეხის გადადგმაზე მაღლა აიტაცება ხოლმე და მერე მიწაზე დაჭყლეტასაც რაღაც სიამოვნებით იტანს. ამას იმედი დაერქვა, ვიღაცამ დაარქვა ცხოვრებას რო იყო აკრული და განიცადა. იფიქრა ამას იმედი უნდა ერქვასო და დაერქვა ან ვინ შეეწინააღმდეგებოდა ადამიანს რომელიც ცხოვრებამ აიკრა.ყველას ხო არ იკრავს ცხოვრება. მიდის და ვინც წინ დახვდება მხოლოდ მათ. ვისაც არ იკრავს იმათ რა მოსდითო იკითხავთ ალბათ. იმათ? იმათთვის ალბათ ცხოვრება არც ჯოჯოხეთია და არც სამოთხე.მიდის ცხოვრება და შენ წინ უნდა დახვდე რომ ფეხი დაგადგას.

3 comments:

  1. : )) შენ?? ცხოვრებამ აგიკრა თუ ჩაგიარა?? თუ ჯერ არც ჩამოუვლია და ელოდები? :))

    ReplyDelete
  2. ამიკრა :D მგონი. მარა ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამს, დაბიჯებული აქვს :* შენც აკრული ყავხარ გხედავ :*:))

    ReplyDelete
  3. ჩემთვის დიდი პატივია შენთან ერთად ვიყო აკრული :D მაგრამ მე ვერაფერს ვხედავ: ( მე მეორე დაბიჯებულ ფეხზე ხომ არ ვარ?? :(( :|

    ReplyDelete

please coment