
გალაქტიონთან ერთად მოკვდა ქართული პოეზია?
ეს არ არის სწორი მოსაზრება, რადგან თანამედროე პოეზია მართლაც არსებობს. ყევლა წერს! ეს გამართლებულია, დაე ჩვენ ამოვარჩოთ საუკეთესო. დაე წერონ ვისაც პოეზიის ჭია შეძრომია და მოსვენებას არ აძლევს დაე იმათმაც წერონ ვისაც პოპულარობა წყურია და დაცინვისთვის არის განწირული, და ვაი ჩვენ თუ ვერ გავრჩევთ ერთმანეთისგან მათ. მე მეგულება რამდენიმე მართლა კარგი პოეტი საქართველოში. პირველი რათქმაუნდა რატი ამაღლობელი რომელიც ერთ ერთი საუკეთესოა,გიო საჯაია,ჭილაძე. დეფი გოგიბედაშილი და ა.შ.ალბათ ყველა მათგანი ნაცნობია თქვენთვის ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ნიჭი არ იკარგება.არსებობს კიდევ რამდენიმე პოეტი რომლის რამდენიმე ლექსიც მომწონს. გთხოვთ წაიკითხოთ:
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
გიო საჯაია
მზისფერს
იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ მზისფერი მზეობით,
უდაბურ უდაბნოს ქვიშიან ქარებით სიგიჯე ამიტანს...
სფინქსის მდუმარებით მომაჯადოვებელ თვალების ტყვეობით,
მივალ და აგიგებ, ნაქებ და ნადიდებ მზისფერ პირამიდას.
ნილოსის ტალღებში, მზისფერი ქაფიდან იშვება ვენერა...
მერე რა, რომ ერთ დროს მავანნი უმღერდნენ მერის და შაგანეს?!
ზეცას შეაქანებს შენი სისადავე! სხვისი ხარ? მერე რა?!
მე გჩუქნი ჩემს გულს და გჩუქნი ჩემს უმზეო მუზების სავანეს!
იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ, მზისფერო, ანათე!
გიო საჯაია
როცა გისოსები შუაშია,
ძნელია მიხვდე რომელი მხარეა სატუსაღო,
გისოსებს აქეთ, თუ გისოსებს იქით.
არასდროს ყოფილხარ სულერთი,
სულ ერთი იყავი.
შენ კი ამ სიცარიელეს, სიტყვებს შორის ვერც კი ხედავდი.
ჩემი საათი, რომელიც ყველას ჩემი სურათი ჰგონია,
მუდამ ერთ დროს მიჩვენებს_
შენ მე მაკლიხარ.
თვალები_ჩემი სახლის ფანჯრები,
წამდაუწუმ იხსნებიან და იხურებიან.
კარი არ მაქვს, და შემოსასვლელად,
ფანჯრებს გთავაზობ_
დახურვამდე თუ შემოასწრებ...
ჩემი სახლი კი_უფრო სწორად ერთი ოთახი,
ფიქრების არქივით,
ოცნებების სასაფლაოთი,
და სიზმრების დამტვერილი თაროებით_ჩემში ეტევა.
თუ კი სხვები სახლში ცხოვრობენ,
ჩემი სახლი ჩემში ცხოვრობს და,
ამ ხნის მანძილზე ისე გაზრდილა
რომ ვეღარც გადის...
შემოდი რა,
შემოდი და ერთად ვიცხოვროთ.
თორემ გისოსები შუაშია და
ძნელია მიხვდე, რომელი მხარეა სატუსაღო,
თორემ მანძილს სიტყვებს შორის ვეღარ ხედავ და
ჩემი საათიც დროს აღარ მიცვლის.
იქნებ ფანჯრიდან გადმოიპარო,
თორემ...
სახლიდან ვერ გამოვდივარ.
დათო ყანჩაშვილი
თავწაწყვეტილი ქათამივით ფართხალებს ვერხვი...
ქარი ბრმასავით ეხეთქება
ხან რას
და
ხან რას...
მოულოდნელად
ქვემეხივით გავარდა მეხი
და
ლაშქარივით
გაენართხა მიწაზე ყანა.
შუაეზოში
გაბარჯღული კაკალი ღელავს:
ღობეს
ტოტები
ტალღებივით
ასკდება კაკლის...
თავშესაფარის ძებნაშია გარშემო ყველა, —
ყველაზე უფრო მძაფრად ახლა იგრძნობა სახლი.
1956 მუხრან მაჭავარიანი
მივატოვე ბეთსაიდა
შენთან მოვხვდი ვერსაიდან.
გულო, ვიცი სამსხვერპლოზე
ისააკის ბედს აიტან.
მივატოვე სამარია,
მზის შობა და ცა-მარიამ.
შუბლი ისევ გოლგოთაა,
გული ისევ სამარეა.
მივატოვე მეტანია,
ბეთბაგე და ბეთანია,
სამსხვერპლოზე ჩემი ბაღის
სევდა ამომიტანია.
მივატოვე ნაზარეთი
ვით სნეულმა ლაზარეთი
გზა გასამდა: მარიამით,
მართათი და ლაზარეთი.
მივატოვე, მომიტევე,
შენთან როგორ მოვიდე მე.
შენს მაცნეებს მაინც ვცნობდე,
ღამეს შუბლთან რომ მითევენ.
მივატოვე ბეთსაიდა,
შენთან მოვხვდი ვერსაიადნ.
გულო, ვიცი გოლგოთაზე
უკვე ჯვარცმულ
ბედს აიტან.
რატი ამაღლობელი
ცამ
მზის
ძნა
წნა
ძოწით.
მზემ
ცის
ლეწა
კალო.
მოწი -
თალო.
მოწი
ლოყა,
მოწი
ღაწვი,
ბაგე
მოწი -
თალო
მოწი,
ქალო
რატი
როგორ მომენატრა, როგორ,
ლექსის ძველებურად წერა,
ჯვარედინი რითმა - გოგო,
მერე თვალები და მზერა.
როგორ მომენატრა ძველი
უჯრა, წერილების კითხვა,
ჯვარედინი რითმა - სველი
ქუჩა, მიყვარხარო მითხრა..
როგორ მომანატრა რიდმა,
უშენობით ყოფნამ მორცხვმა
ისევ ჯვარედინი რითმა,
ისევ ჯვარედინი კოცნა.
რატი ამაღლობელი
ღამეა სხვათა შორის
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი,
ძალიან არაფერი,
უბრალოდ მეწერება
და ახლა მამასავით
მაკლია მამაჩემი.
ქარი ზის ფორთოხლებზე,
ფანჯრისკენ მივტრიალდი,
იმედი თუ იმედობს
იქნება დანარჩენიც,
დავდივარ ქუჩებში და
ვრწმუნდები იშვიათი,
ძალიან უმნიშვნელო
ქუჩაა მამაჩემი.
გავლენით არავითარ,
ვაგრძელებ ჩვეულებრივ,
ქრონიკას რეალობის
ტოტები ავაჭერი,
ვიღაცას არ ჯერავს
და
მე მართლა გეუბნებით
აი ეს ეპოქაა
(მარტივად) მამაჩემი.
ცხადია როგორც წესი
ლექსებიც ბერდებიან,
შენ უკვე დამარცხდი და
კუთხეში აიტუზე,
მამებიც შიგადაშიგ
ცოცხალი ხეებია
და ქმნიან გარდაცვლილი
მამების ჰაბიტუსებს.
ბავშვობას უმარილო
კადრებად ვალაგებ და
მშორდება იშვიათად
რაღაცა ირონია,
სხვას თავი დავანებოთ
არც მეტი, არც ნაკლები,
საბრალო მამაჩემი,
აი ეს სტრიქონია.
ღამეა გეფიცები
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი
და ასე უმეტესად
ძალიან მეწერება
და ასე იშვიათად
მეც მქვია მამაჩემი...................
როი აბუსელიძე
ნინოს
ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები,
რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები.
კედლის კალენდარზე ზამთრის
ფორმატია,
თეთრი სუფლიორიც მალე
მოგვაკითხავს,
შენ კი იმით ჰგავხარ ახლა
რომანტიულს,
წვეთიც რომ არ არის შენში
რომანტიკა.
სურს რომ დედამიწა ტანზე
დაგახაზოს,
ისე სადისტია ჩემი
ამბიცია,
ოცდათვრამეტი და კიდევ
სამი ხაზი,
ანუ ავად ვარ და ანუ
ამიწია –
სიცხემ, საკუთარი თავის
ემიგრანტი,
მერქვა დეკემბერიც სისხლში
მიჟონავდა,
მაგრამ გეფიცები რაც შენ
შემიყვარდი
სიცხეს გულის მხარეს აღარ
ვიზომავ და... -
რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები,
ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები.
roi
შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერიდ აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან
და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა
- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის წვეთებრ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ
მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი
- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!
მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მზდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?
იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.
მაგრამ არ ვიცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.
მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.
ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!
ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:
- გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.
ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?
არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ გაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით
ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად
გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ …დებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე
თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი
თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს
უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო
ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს
დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!
თემურ ელიავა.
მშვიდობით. მშვიდობით.
წვიმამ გადაიღო.
თითქოს წვეთი-წვეთ
სული ამომხდა,
ალბათ როდისმე
ისევ მოგისმენ,
ისევ შევხვდებით,
რაც მოხდა მოხდა,
Goodbye my friend,
My beautiful rain,
Some suny day, we
Will meet again,
გარდა სიყვარულის
სხვას რაღას შევძლებთ,
თუ გამოიდარებს,
თუ მოვა წვიმა,
წვიმის ერთი ძეწკვი
დარჩება შენზე
და ძე უძღები
სახლამდეც მივა,
What’s done is done
And let me explain,
All around the ray
Explode, be it
Sunshine or rain,
Open the next life
- next code,
ქვიშებში რომ არ
ჩანს კვალი ქარავნების,
სევდას არ შევიმჩნევ
და შენც, თუ მაინც,
სადმე სიზმარივით
გზაზე შემომხვდები,
Hello my friend
My friend goodbye.
დეფი 21 ივნისი 2009
ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.
ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.
მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა...
გაზაფხულია!
გიორგი ზანგური
კიდევ ძალიან ბევრი პოეტი და ლექსი რომლის დადებაც ვეღარ მოვახერხე რადგან უკვე ჭედავს(სხვა დროს შემოგთავაზებთ)<3
არა ,გალაკტიონთან ერთად არ მომკვდარა ქართული პოეზია.. : )) ის იარსებებს მანამ სანამ იარსებებს საქართველო : )) ("საკმარისად ოპტიმისტის" დღიურიდან) :*:*
ReplyDeleteშენ კი მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. : ))
არა, პოეტებში, პირველი დეფია! დეფი ყველასგან და ყველაფრისგან სხვაა.
ReplyDeleteრა დეფი შიგ ხომ არა გაქვთ?
ReplyDelete