Pages

Sunday, June 13, 2010

ტელ ასმარის მლოცველი ფიგურები


ეს ფიგურები ჩვენ წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ შეიქმნა. თითქმის წარმოუდგენელი ოსტატობით შესრულებული მარმარილოს ნაკვეთი ფიგურები დღემდე აოცებს მნახველს. მლოცველთა ფიგურებს ფართოდ გახელილი თვალები, გრძელი წვერი და გრძელი ქვედა ტანი ამსგავსებთ ერთმანეთს.
ყველაზე მაღალი ფიგურა 30 დიუმი სიმაღლისაა(2,5 სმ) ის მცენარეთა ღმერთს წარმოადგენს. სიმღლით მეორა ფიგურა დედა ღვთაებაა, რომელიც მრავალ კულტურაში გვხვდება, როგორც იმედის ჩამსახველი და მფარველი ღვთაება, ასევე ქალთა ნაყოფიერებისა და მოსავლის მფარველი. სიმაღლით მესამე არის ქურუმი. პატარა ფიგურები თაყვანისმცემლებია. მათი ზომა იერარქიის მიხედვითაა განსაზღვრული. ფიგურები ერთმანეთისგან სქესით განსხვავდებიან მათი პოზა(გულზე დაკრეფილი ხელები და მაღლა აწეული თავი) ხვეწნას სურვილს ან მოლოდინს გამოხატავს. ზოგიერთ მათგანს ცილინდრული ფორმა აქვს. ეს ფიგურები აღმოჩენილია შუმეში ტიგროსსა და ევფრატს შორის. ძვ.წ 3000   გათხრები აწარმოა ჰენრი ფრანკფორტმა. ამოღებულია 12 ფიგურა

No comments:

Post a Comment

please coment