Pages

Wednesday, June 16, 2010

”ინრო” იაპონელთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

ინრო ძველი იაპონური ტრადიციების ერთ-ერთი ელემენტია. ის წარმოადგენს პატარა ყუთს რომელსაც თავის ისტორია და ფორმაცვლილებები გააჩნია.

იაპონურად ”ინ” ხასხასა წითელს ნიშნავს, ხოლო  ”რო” მელნიალ ბალიშს. შუა საუკუნეებში ინრო წარმოადგენდა მელნიან ბალიშს, რომელიც ბეჭდის დასასმელად გამოიყენებოდა ეს იყო მათი ხელმოწერა. იაპონური სამოსს ჯიბე არ ჰქონდა, ამიტომ მას ქამარზე ან სარტყელზე მიმაგრებულს ატარებდნენ. ასევე იყნენბდნენ დეკორატიული მიზნით ოთახის გასაფორმებლად. ის თავსდებოდა იაპონურ თაროზე.
სამოქალაქო ომის პერიოდში (1467-1603)სამურაებს სჭირდებოდათ პატარა ყუთი რომლითაც სამედიცინო საშუალებებს ატარებდნენ თან. ამ დროს ინრომ სხვა დატვირთვა მიიღო და სახელიც შეიცვალა,შესაბამისად დაერქვა ”იაკურო”. ”იაკუ” იაპონურად მედიცინას ნიშნავს ის გამოიყნებოდა სამედიცინო ყუთად.
1603-1868 წლებში ფორმა შეიცვალა. თქვენ შეხვდებოდით მრგვალ, ოვალ, ოთხკუთხედ, მართკუთხედ და სხვა ფორმის ინროს. ასევე მრავალფეროვანი იყო მასალა, რითაც ამზადებდნენ, ეს შეიძლება ყოფილიყო  ქსოვილი, მეტალი, ხე, ბამბუკი, თიხა და ა.შ. იაპონელების მიერ ოსტატურად დამზადებული ინრო მსოფლიოს აოცებს.
ამ პერიოში დეკორირებულ ინროს იყენებდნენ მაღალი წოდების სამურაიები და ოჯახები.
ვაჭრებმაც დაიწყეს ინროს გამოყენება სამედიცინო თვალსაზრისით მოგზაურობის დროს.
მათ თოკებით ჰქონდათ მიმაგრებული ინრო თვაინთ განიერ ქამრებზე და ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს საკუთრების სილამაზეში. მაღალი რანგის სამურაებსა და მდიდარ ვაჭრებს შორის დაწინდაურებულად ითვლებოდა ის, ვისი ინროც ოსტატურად და მაღალ დონეზე იყო შესრულებული. ცნობილი ინროს ოსტატებდა ითველბოდნენ: ნაკაიმა კომინი, ლიზუკა ტოიო, ჰარა იორესაი, კომა კანსაი, შიბატა ზეშინი, იამამოტო სუნშო, იამამოტო მიცუტოში და ა..შ.

No comments:

Post a Comment

please coment