Pages

Wednesday, May 2, 2012


ჩემო ბუხარო!... ჩემო ტკბილო და ტკაცუნა, ბევრმა წყალმა ჩაიარა და რამდენი ხანია არ გამიმართავს შენთან თბილი საუბარი. რამდენი ხანია არ მიბოდიალია, აზრები არ გამიწყვეტია შენს თბილ ცეცხლთან. გავიდა ცივი ზამთარი, მოვიდა გაზაფხული და სადაცაა მიდის. ჩავლილ წყალს უამრავი თევზი მოჰყვა და გაჰყვა, მაგრამ მე ისევ ის ვარ ვინც ვიყავი. მე, გოგონა რომელიც ხშირად მიზეზის გარეშე იცინის ან უბრალოდ ეცინება. მე ის ვარ, რომელიც ყველას საშინლად მხიარული გონია, ზოგს საოცრად მშვიდი, ზოგი საერთოდ არ ფიქრობს ჩემზე. რა გასაკვირია მეც ხომ ზუსტად ასე ვარ. ყველაზე მეტად გულს ის მტკენს, რომ 19ის ვარ. მთელი ბავშვობა შიშით ვუყურებდი ამ ასაკს. ზოგჯერ ისე მინდა 15-16 წლის ვიყო საშინელ ტკივილს ვგრძნობ. მინდა არაფერზე არ ვიფიქრო და უბრალოდ თავი დავკარგო. ჩვენ მეტი მოგვეთხოვება, 19 წლის ხალხს ჩვეულებრივზე მეტი.. ამიტომ როცა მინდა უბრალოდ უსაქმურად ვიყო სადღაც სინდისი მქენჯნის. როცა მინდა თინეიჯერივით გავერთო მახსენდება რომ მალე 20ის გავხდები. ხო არც ისეთი გულლახდილი ვარ როგორიც 14 წლის ვიყავი. ადამიანები რომლებიც ჩემთან ერთად იზრდებოდნენ გადიდდნენ, მათ აღარ ხიბლავთ მცირე დეტალები, რომლითაც ადრე ვბედნიერობდით. ჩემო ბუხარო ვიცი გამიგებ, შენ იცი როგორ არ შემიძლია ერთ ადგილზე დავოკდე და ერთ საგანს ჩავუღრმავდე. მე მრავალგვარი მისწარფებებისთვის ვარ გაჩენილი. არ შეიძლება ვინმემ თავისუფლება შემიზღუდოს. ამიტომ ავიღებ ჩემს პატარა სკამს და მოვუსვამ აქედან. თან გავიყოლებ შენს სითბოს.

No comments:

Post a Comment

please coment