Pages

Friday, May 11, 2012

my post from tmblr


ქუჩაში ერთხელ მე მოვკვდი, ხო აი ასე უბრალოდ წავიქეცი უმიზეზოდ, მაგრამ საკვირველი ის არის რომ ვერავინ დამინახა, სულ ვერავინ. მას შემდეგ დავდივარ ქუჩებში მიხარია, ვტირივარ, ვიცინი, წვრილმანებს ვაქცევ ყურადღებას, ზოგჯერ მრცხვენი, ზოგჯერ მეზიზღება, ზოგჯერ პირიქით, მაგრამ ამას კვლავ ვერავინ ხედავს რადგან ერთხელ ქუჩაში მე ყველასგან მალულად ჩავიკეცე და მოვკვდი. ასე დამთავრა ჩემი ცხოვრება სოციუმში და დაიწყო მხოლოდ შენთვის, შენი რიტმებით, შენი სუნთქვით და შენი ყოველი დღით, რომელიც დავისაკუთრე. ვიცი გათენდება დღე. ან უკვე გათენდა, როცა შენც წაიქცევი ქუჩაში სულს დატოვებ ტროტუარზე, ვერავინ დაგინახავს და შენი სული მანქანების ბორბლების სიმძიმეს ეცდება გაუმკლავდეს. მერე მოხვალ ჩემთან მომიყვები, რომ ქუჩაში ერთხელ მოხდა ეს ყველაფერი. გაგიკვირდება ჩვეულებრივად რომ მივიღებ ამ ამბავს და მერე ერთად ვივლით ვიმხიარულებთ, გავიცინებთ, ვიტირებთ, მოვუსმენთ მუსიკას, რომელიც დაგვრჩა სისხლში, სისხლში რომელიც ტროტუარზე უჩუმრად დავღვარეთ…

No comments:

Post a Comment

please coment