Pages

Tuesday, January 1, 2013

-დან


მაგარი იდიოტობაა რომ გადავრრჩით. არადა 21 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე სრულ მზადმყოფნაში ვიყავი ავფეთქებულიყავი, თუნდაც მთელ სამყაროსთან ერთად. არა ვერ მიმიხვდით არ მჯეროდა, რა თქმა უნდა და არც მიფიქრია, რომ შეიძლება რამე მოხდეს, სურვილი კი მქონდა გამოგიტყდებით.( ჰაჰაჰა სწორედ ახლა ვინატრე საღეჭი რეზინი, რათა უკეთესად დამეკიდებინა ყველაფერი და უცებ ერთი ცალი ორბიტი მიდევს წინ. ახლა მოდი და შეეგუე სამყაროს დაღუპვას). ყველას ჩაგვახედეს და ცოცხლები ვართ, მინდოდა მეთქვა. დღეს პირველი დღეა ახალი წლის და ვფიქრობ საოცარი წელი მექნება. ნამდვილად ვგეგმაც ამ წელს სრული გენიოსი გავხდე. მადლობა იმას, ვინც ახალი წელი არ მომილოცა და მადლობა იმას, ვისაც მე მივულოცე ახალი წელი. საოცრად არ მინდოდა ამ დღეს სტუმრების მიღება, რადგან განმარტოების, მუსიკის და შემეცნების ხასიათზე ვიყავი, მაგრამ მოვიდნენ. მესირცხვილება და უნდა ვთქვა უკმეხი ვიყავი. საერთოდ მიყვარს სტუმრები, რადგან ისინი გრძნობენ მასპინძლის მნიშვნელობას. როცა ასე ვიქცევი ვგრძნობ, რომ საკუთარი თავის დაძლევა ძალიან ძნელია.
       ახალი წლიდან მექნება ახალი აზრთა უჯრა, მახარებს ჩემი ეს იდეა. ახალი წლიდან მექნება ბევრი ახალი წიგნი და მეყოლება ბევრი ახალი ადამიანი. ახალი წლიდან მე დავიწყებ გასხივოსნებას.



თქვენ კი გისურვებთ უკეთეს გემოვნებას, უკეთეს არჩევანს და მეტ შეგნებას.


       

No comments:

Post a Comment

please coment