Pages

Sunday, December 2, 2012

კიდევ ერთი დაკიდებული პოსტი


დილით ავდგეთ, გადავიმეოროთ საკუთარი თავი, როგორ გაკვეთილებს ვიმეორებდით ბავშვობაში, და შემდეგ მზად ვართ სამყაროში გასასვლელად. საღამოს დავბრუნდეთ, აუცილებლად დავბრუნდეთ, ისეთ განწყობაზე თითქოს ხუთიანი მიგვეღოს ან ორიანი, სხვებიც შეიძლება. მე ვხედავ, რომ თქვენ ასე ცხოვრობთ. იქნებ ჩემი მთავარი პრობლემა სწორედ ის არის რომ არც სკოლაში და არც ცხოვრებაში არ ვიმეორებ, უბრალოდ არ ვიცი რა გადავიმეორო. არა, ეს პრობლემა არ არის, ეს ცხოვრებაა. ზოგჯერ ვფიქრობ ერთადერთი რაც მახალისებს საკუთარი თავია. ვერსად ისე ბედნიერეად, თავისუფლად და დაკმაყოფილებულად ვერ იგრძნობს თავს ადამიანი, როგორც საკუთარ თავთან. მე ასე მწამს.. ვკითხულობ, ვუსმენ, მიყვარს, მგონი მიყვარს. ქუჩაში დავდივარ და ვგრძნობ რომ ჩემს ირგვლივ არავინაა, არავინ დადის ქუჩებში მარტო მე დავიდვარ. მყავს მეგობარი, რომელიც სრულიად განსხვავებულია ჩემგან, მაგრამ მაინც მესმის მისი. მყავს მეგობარი, რომელიც იზიარებს ჩემს შეხედულებებს, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვუგებთ ერთმანეთს. ხატვს თავი დავანებე ეს რამდენიმე თვეა, მგონი თავი მომაბეზრა. კითხვას მოვუხშირე და ძალიან ვბედნიერობ წაკითხული წიგნებით. ზოგჯერ მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც დავკარგე, მაგრამ ვფიქრობ ჩემს თავზე ძვირფასი რა უნდა დამეკარგა და ისევ ვუბრუნდები ჩემს ყოფას, ჩემს პიროვნებას. პატივს ვცემ ყველა ადამიანს, მაგრამ არ მინდა რომ ყველა ცოცხალი იყოს. მძინავს და მკვდრები მესიზმრება, მღვიძავს და მკვდრებს ვხედავ, მგონი მოვკვდი და არ მეუბნებიან, არ ტირიან, არ მგლოვობენ და არ იხსენებენ ჩემთან ერთად გატარებულ სასიამოვნო წამებს.







ვ უ ჩ ი ნ ა რ დ ე  ბ ი

No comments:

Post a Comment

please coment