მოვიწყინე და ჩამოღამდა. ჩამოღამდა და მოვიწყინე, ცირკულარული კავშირია, მეტი არაფერი. ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცი რომ მსურს და რაც დანამდვილებით ვიცი,რომ ჯერ კიდევ ძალმიძს ხეტიალია, უაზრო უგზო ხეტიალი. ვიცნებობ? ჰო ვოცნებობ იცი რაზე? შეუძლებელზე ვოცნებობ ანუ უიმედოდ. იმედსა და შიშს უნდა ეკრძალოს ადამიანი. სიზმრები მომიმრავლდა, თანაც სასიამოვნო სიზმრები. ვითომ მეტროში დავსეირნობდით, ვაგონიდან ვაგონამდე და საოცარი თავისუფლებით ვტკბებოდით. მე მიყვარს მეტრო, ადრეც სულ მესიზმრებოდა. მეტრო დიდ სცენას გავს. საერთოდ მოგონებები თავბრუს მახვევს და ჩემს ცხოვრებას სიამოვნებით ავსებს. განცდილი არასდროს არ არის ისე მომხიბლავი, როგორც მოგონება. აი მაგალითად ხედი ჩემი სახლიდან ყველა განცდას მიღვიძებს რაც კი აქ მდგარს განმიცდია. რამდენი შეგრძნება დამიგროვდა დაბადებიდან დღემდე. ეპიზოდური მეხსიერება კარგი მაქვს ვგონებ. თანდათან უფრო იშვიათად დავდივარ იმ ადგილებში რომლებშიც მივლია, თანდათან ვიკარგები. თურმე ყოველ 7 წელიწადში ადამიანის ყველა უჯრედი იცვლება და ახლა მე სრულიად სხვა ადამიანი ვარ ვიდრე 7 წლის წინ ვიყავი.სხვა ადამიანი, სხვა დანაშაულებით და სიკეთეებით. ერთი რაც დანამდვილებით ვისწავლე არის ის, რომ ყველაფერი იცვლება. დღეს თუ არაფერი გამოგდის, ხვალ გამოგივა. დღეს თუ არ იცი რა გააკეთო, ხვალ იმდენი იდეა გექნება აღარ გეცოდინება რომელი გაკეთო. კარგია, რომ ვარსებობ. ვარსებობ უამრვაი იდეით და შესაძლებლობებით. ვუსახავ მიზნებს ჩემს თავს და მერე მავიწყდება, რადგან ვიცი, სისხლში მაქვს გამჯდარი, როგორ ვიცხოვრო სწორად და ყველა სწორი საქციელი თავისთავად მიზანია. ვიცი, ვიცი ადამიანებს არ ესმით ჩემი და ამაშიც ვერ ვხედავ ტრაგედიას. საერთოდ შინაგანი ლოკუსით ვარ დაბადებული. ყოველთვის საკუთარ თავს ვთხოვ პასუხს და მიზეზებს სხვაში არ ვეძებ. ჰო, ადამიანებს არ ესმით ჩემი, რადგან ( ამაზეც ვიპოვნე პასუხი) ჩემი ქცევები ხშირად არალოგიკურია, მათ ლოგიკაში არ ჯდება. ამას ძალიან, ძალიან გვიან მივხვდი, სულ შემთხვევით, სულ უბრალოდ, ავტობუსში, გმირთა მოედანზე. აი ასეთი მაგალითი, მე ვცდილობ არ ვაგრძნობინო ადამიანს ჩემი წყენა მისდამი, ვფიქრობ რომ შეცდომები ადამიანურია და შემთხვევით ხდება, მაგრამ შედეგი?! ისინი თავს მიიჩნევენ მართლდებად და საერთოდ, არ სიამოვნებთ ჩემი ასეთი საქციელი.ცხოვრება კი მიდის და მიდის, ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ადგილი არსადაა. მოგნია, რომ საკუთარ თავს ყველა სიყვარული წავართვი იმდენად ეგოისტი ვარ. მგონია, რომ ყველა და ყველაფერი ზედმეტი მიზეზია ბედნირებისთვის, რადგან ხშირად სრულიად უმიზეზოდ ვარ ბედნიერი. მეშინია ჩემი გულწრფელობის, მეშინია, რომ ადამიანები რომლებიც ჩემში შევქმენი გაქრებიან ჩემიდან. მეშინია გრძნობის, რომელსაც "თავისუფლების სიყვარული" დავარქვი. მეშინია იმ ადამიანის გაქრობის, რომელიც სულ ახლახანს გაჩნდა ჩემში.
No comments:
Post a Comment
please coment