Pages

Sunday, July 21, 2013

ისე, უბრალოდ...


გუშინ იქ ვიყავი სადაც მელოდნენ. კარგია, როცა გელოდებიან.
კარგია, როცა მისვლა გინდა და კარგია, როცა კარი ღიაა.
გუშინ ჩემი ძველი მეგობრები ვნახე. ყავა დავლიეთ მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს.
მერე ძალიან, ძალიან ბევრი ვიარეთ და ვიხეტიალეთ.
მათ თქვეს, რომ მე ხეტიალით არ ვიღლები.
მე_გამეღიმა.
სინამდვილეში_ეს სიმართლეა.
ჩემი მეგობრები ყოველთვის მართლებია არიან, მაშინაც კი როცა ცდებიან.


საღამოს წვიმა წამოვიდა. ძალიან ძლიერად წვიმდა.
მარტო მოვდიოდი, ღამე იყო.
გვინობამდე არ მკითხულობენ სახლიდან და თითქმის არასდროს მაძლევენ შენიშვნას დაგვიანების გამო.
იშვიათად ვიგვიანებ შინ.


ძალიან დაცხა.
მე აღარ ვუკრავ, მაგრამ მუდმივად ჩამესმის ჩემი დაკრული.
გუშინ ერთი გოგო გავიცანი, მუსიკოსი იყო.
დიახ, შეიძლება ითქვას მუსიკოსი.
სასიამოვნო იყო ჩვენი შეხვედრა და საუბარი.
მეორეც გავიცანი, ძალიან არ მოგვეწონა ერთმანეთი.
მაინც გავუღიმე. ისე, უბრალოდ.

ჩემი მეგობარი წავიდა და წერილი დამიტოვა.

გვიან წავიკითხე წერილი და ტკბილად დამეძინა.
ხშირად ვოცნებობ დღეები ისე გადიოდეს, რომ თავს მამახსოვრებდეს, მაგრამ ეს სულ უფრო და უფრო იშვიათად ხდება.
საოცარია ძალიან კარგად მახსოვს მასთან ერთად სეირნობაში გატარებული უბრალო დღეები.


ამ თვეში რამდენიმე ახალი და მოულოდნელი ამბავი გავიგე.

ერთ თვეზე მეტია არ მინახავს ადამიანი, რომლის არსებობაც უბრალოდ მამხნევებს და ზღვა ბედნიერებას მანიჭებს.

უცნაურ სიზმრებს ვნახულობ..
აღარ მესიზმრები.
ძალიან ვწუხვარ.

No comments:

Post a Comment

please coment