Pages

Thursday, June 18, 2015

არა!
რამდენი ხანია აქ არ დამიწერიას არ ვიტყვი, მე აქ ყოველთვის ვწერ, მაგრამ ვერავინ მამჩნევს. არც იმას ვიტყვი ახლა რა ხდება ქვეყანაში, ამას ისედაც ბევრი ამბობს. იქნებ ის ვთქვა ჩემში რა ხდება, ეს უბრალოდ არ ვიცი. მეტავ 4-5-6 წლის წინ დამეწერა ასეთი პოსტი, მაშინ მეგონა ვიცოდი საით მივდიოდი, იქნებ ჩამეხედა იქ და მეხელმძღვანელა ბავშვობის სურვილებით.

გარეთ არ არის ქარი, არც წვიმა, არც მე ვარ რაღაცნაირად სევდიან განწყობაზე. უბრალოდ თავი მტკივა, მისკდება. მეზიზღება ასეთი დღეები, ტყუილი დღეები. ვიჯექი და არაფერს არ ვაკეთებდი, უფრო სწორად ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ან... მერე დავიღალე.


წიგნები არ მინდა. მოლოდინის რეჟიმში ვარ, იქნებ მოვიდეს ვისაც ველოდები და მერე ყველაფერი კარგად იყოს? ან...

სიბნელე არ არის, საკმარისად ბევრი სინათლეა, მაგრამ მინდა მე ეს სინათლე? იქნებ ჯობდეს სიბნელეში იყო და გინდოდეს სინათლე, ვიდრე პირიქით. ნეტავ შემეძლოს რაიმეს მოფიქრება საკუთარი თავისთვის.

ნეტავ ოდესმე თუ მქონია ის რაც მინდა, როგორია ეს გრძნობა იქნებ მერე მივმხვდარიყავი.

მხოლოდ სევდაა სრულყოფილი, მიხარია როცა მას ვგრძნობ. ახლა კი სევდას ვერა, ვერაფერს ვერ ვგრძნობ. ეს ყველაზე აუტანელი ყოფაა.

მხოლოდ რამდენიმე ან უსასრულო უნდა იყოს სტყვების რაოდენობა, სხვანაირად ვერ იტყვი სათქმელს.

მიყვარს ცხოვრება-მრავალფეროვანია!

ვიცი-ხვალ სხვანაირად ვიქნები

No comments:

Post a Comment

please coment