Pages

Tuesday, May 22, 2012

წერილი შენ!


გწერ. თან პიტნის ჩაის მივირთმევ. რაღაც მიხარია. მგონი ძალიან რომ გრილა და ისეთი თხელი საროჩკა მაცვია თითქოს შიშველი ვარ. ფანჯარასთან ვდგავარ და ვათვალიერებ სამყაროს, მეტი არაფერი ჩანს ჩემი ფანჯრიდან, სამწუხაროა.. ვიღიმი რადგან მგონია რომელიღაც პატარა შუქის ქვეშ შენ იმალები, დიდი და კაშკაშა. არა ისედაც ვიღიმი, მე ხომ მიზეზი არ მჭირდება. გავიფიქრე, რატომ ვწერ ადამიანს რომელიც ვერასდროს ვერ წაიკითხავს ჩემს ნაწერსთქო და ჩემს თავს ვუპასუხე, რომ ვცდები. დიახ, ვცდები. ოჰ, აი ჩემი მეგობარი წვიმაც გამოჩნდა, დღეს დაღლილი ჩანს.  ხის ფორლებზე უკრავს საოცარ მელოდიას, ვამჩნევ როგორ ავირეკლე იმავე ფოთლებზე. ვცდილოვ ავყვე საოცარ ჰანგებს. საოცარია, საოცარია როგორ უხდება ამ ყველაფერს პიტნის თავბრუდამხვევი სურნელი. შეგრძნება და ცნობიერება საოცრად არამსგავსი სიტყვებია. ვგრძნობ ნიავის რხევას და ვაცნობიერებ შენს შეხებას, პარალელურად. არც კი ვიცი იქნებ გიჟად ჩამთვალო რომ გწერ. თან ასეთი გატაცებით,  თან ასე მოულოდნელად, ასე უცბად, მაგრამ უფრო მგონია რომ გაგიჟდები, რადგან ასეთ დროს არ ვცდები. უკნიდან შენი სუნთქვა მესმის, მესმის კი არა მეხება. ჩვენ შორის იმდენი მოლეკულა ეხვევა ერთმანეთს, რომ უკვე სიახლოვე სხვა სიტყვაა, აზრდაკარგული, ჩვენს შორის გაჭყლეტილი სიტყვა.საიდანღაც უცნაური სუნი მოგდის, პიტნისას გავს, თუმცა კარგად აღარც კი გახსოვს როგორი სუნი აქვს. რაღაც გახსენდება, დეჟავიუ? არა ეს ნამდვილად მოხდა, არანაირი დეჟავუ არ არსებობს ჩვენ წინა ცხოვრებაში თავდავიწყებით გვიყვარდა ერთურთი. დეჟავუ მხოლოდ ტვინის შეცდომაა, ჩვენ კი კოსმოსმა დაგვიშვა შეცდომად, დაგვიშვა რადგან კიდევ შეგვახვედრა, თუმცა იცოდა დიდი სიყვარული ყოველთვის წყდება, მიწაზე ვერ ჩერდება, ის განაგრძობს არსებობას, იქ სადაც მუდამ ვოცნებობდით მოხვედრაზე. იქ სადაც შეიძლება უკვე ვიყავით კიდეც, დაბრუნებაზე ვოცნებობდით ალბათ. გუშინ დამესიზმრე. თვალი ამარიდე და სხვას გაყევი.. მე ისევ ვიღიმი, რადგან სხვაგვარად არ შემიძლია...


თუ ოდესმე მოგიწევს ამ წერილის წაკითხვა საოცრად ბედნიერი ვიქნები..
ვატან ყველაფერს რაც ახლა ჩვენს შორის დგას...

No comments:

Post a Comment

please coment