ცოტა ხანს დაფიქრდა ვერაფერს მიამსგავსა და ისევ მოსვა, ალბათ დახსომებას ლამობდა. უცნაური თავბრუსხვევა იგრძნო, თითქოს ტკივილიც, მაგრამ შეუძლებელია ტკივილმა ამხელა სიამოვნება მოგანიჭოს. დავთვერი გადაწყვიტა და შემდეგ გაახსენდა სწორედ ეს სასმელი რომ იყო აკრძალული მისთვის. სითხე, რომელიც ერთხელვე თუ იგემე სხეულიდან ვეღარ გამოდევნი, თვალიდან ვეღარ ამოშლი. წითელი იყო თავად, მაგრამ დამლევს მრავალგავარი ფერთა აღქმის უნარი მიანიჭა.უნებურად მოაგონდა ბავშვობის ერთი მშვენიერი დღე, ან კი რომელი დღე არ არის მშვენიერი ყმაწვილობის ხანისა? თვალნათლივ ახსოვს როგორ მიმორბოდა დიდ მწვანე ბალახით დაფარულ მინდორზე, უცბად წაიქცა, მიზეზი არ ახსოვს წაქცევისა, მაგრამ ტკივილი რომელიც შეიგრძნო ყოველ გაელვებაზე მძაფრად ახსენებდა თავს. დიდხანს იწვა ცივ მიდორზე, მერე დაეძინა. დაესიზმრა ფერადი სიზმარი. დიახ, თვალნათლივ ახსოვს ეს სიზმარი. სკოლაშიც ეს სიზმარი გაიხსენდა თემა რომ მისცეს დასაწერად. მსგავსი არსდროს არაფერი უგრძვნია. სიზმრის კაცუნებმა თავად მას მისცეს არჩევნის გაკეთების უფლება. უამრავი ტკბილი თუ კოშმარული ზღვის ქაფში ჩაძირული სიზმარი ქაფქაფეებდა ირგვლივ. მან ერთს დაავლო ხელი, ბევრი არც უფიქრია,მერე ხშირად უნანია რატომ მეტი არ ვიფიქრეო, მაგრამ ისიც იცოდა სინანული ყველაზე დიდი შეცდომა რომ იყო შეცდმათა შორის.სიზმარი შემდეგნაირად წარიმართა:
ისევ იმ მინდორზე იწვა, წყლით დაფარულიყო ყველაფერი ირგვლივ, თავისი საყვარელი სათამაშოც შენიშნა შორიახლოს, იფიქრა ადგილს მოვუძებნიო, დაკარგვის შეეშინდა. სახლი დაინახა, რომელშიც ყოველ ზაფხულს ატარებდა,შესვლა და საყვარელი წიგნის მოძებნა დააპირა, მაგრამ ხელფეხშეკრულივით ვერ ახერხებდა განძრევას. დედა, ძმა, ბებო, ყველა ფერხულით მიმოდიოდა სახლის ირგვლივ. დაყვირება დააპირა, უნდოდა დედის თბილ ხელებში ეპოვნა სიმშვიდე, მაგრამ პირი წყლით ჰქონდა სავსე.მერე საიდანღაც დიდი თევზი გამოჩნდა, ასეთი არასდროს უნახავს. გამჭვირვალე იყო სულ მთლად, პირდაპირ მისკენ მოდიოდა, მოუახლოვდა და უზარმაზარი პირი დააღო, მხოლოდ ახლაღა გახდა ნათელი რომ ეს თევზი უსხეულო იყო,თუმცა მაინც მოაქცია თავის სხეულში.
გამოფხიზლდა, მისი სიზმარიც დამთავრებულიყო. ეცადა წითელი სასმელის გემო გაეხსენებინდა, არაფერი გამოუვიდა გაიწია დოქისკენ, რათა კიდევ ეგემა მომაჯადოვებელი სასმელი, მაგრამ დოქიც გამქრალიყო, როგორც მისი სიზმარი.ეს ამბავი ორი კვირის და ერთი დღის წინ მომიყვა, მან ვერაფერს შეადარა ეს სასმელი, მაგრამ გონებამ მიკარნახა, რომ ეს იყო თავსუფლების ტკბილი გემო.
No comments:
Post a Comment
please coment