Pages

Sunday, June 24, 2012

***


სიყვარული
***
 ყრუ ტკივილი თანდათან იმატებს და სხეულში იწყებს მოძრაობას.
 მშვიდი ამინდი ერთიორად უმძაფრებს ტკივილის შეგრძენბას.
 დგას ფანჯარასთან, მოფარფატე ფრინველებს უცქერის და ნატრობს...



შიში
***
მოულოდნელად შეიპყრო რაღაც ენით უთქმელმა გრძნობამ. კუთხეში მიიკუნჭა, საკუთარ თავს შემოუძახა, მაგრამ ვერაფერი ეშველა. ინატრა ყველაზე დიდი ტკივილი, ამ გრძნობას რომ მორეოდა ისეთი.


უკვდავება
***
ისი გარდაცვალები შემდეგ, უკანასკნელი ძვალიც რომ გააქრო მიწამ, ვიღაცამ იპოვნა მისი ოქროს კბილი და ღვთიურ ნიშანს მიამსგავსა...


დრო
***
უძლურ, დამჭკნარ სხეულში გამოკეტილ სულს მუდამ ერთი მოგონება სტუმრობდა.
...............................................................



არადა გუშინ ახსოვდა...



დედა
***
უნებურად დაიწყო ფიქრი. ვინ იყო ყველაზე ძვირფასი მისთვის,
 ვისთვის გაიღებდა სიცოცხლეს და უცნაურ დასკვნამდე მივიდა: დედა იყო ადამიანი რომლის გამოც არ მოკვდებოდა, რადგან ამით სამუდამოდ მოკლავდა დედას...



მეგობარი
***
ყველაფერი დაკარგა. ყველაზე ღარაიბ ადამიანად რომ უნდა და ეგულებინა თავი და დღიური ლუკმისთვის დაეწყო ბრძოლა თვალსაჩინო იყო.
მეგობარი გაახსენდა და მიხვდა, რომ ასეთ მდგომარეობაშიც კი ყველაზე დიდი იყო მისი განძი.







ღმერთი
***
"სიყვარულის, რწმენისა და თაყვანისცემის ზებუნებრივი, ყოველთა არსთა მაარსებელი“, რომელიც დამახასიათბელია ყველა რელიგიისთვის"
მისთვის კი ღმერთი იყო რწმენა, რომელიც იზრდებოდა მის პიროვნებასთან ერთად.


მონატრება
***

ერთხელ, როცა მწვანე მინდორზე იწვა და ბინდს ასცქეროდა მიხვდა, როგორ ეზიზღებოდა დრო და მანძილი, რომელიც უმთვარო ცაზე დიდ ტკივილს აყენებდა



No comments:

Post a Comment

please coment