ქალაქში გაწვიმდება. მერწმუნეთ არ ვტყუი. დღეს დილით რადიოს ვუსმენდი და იქიდან მომახსენა სასიამოვნო ხმამ. ამის გამოა, რომ დღეს კარგ ხასიათზე წამოვდექი, საწოლთანვე წავიცეკვე, წავიმღერე და ჩაცმასაც მაშინვე შეუდექი( სხვა დროს მთელი დღე პერანგით დავდივარ, სანამ გარეთ გავალ). ისიც კი გავიფიქრე ნეტა ვინმემ თუ მოისმინა ჩემს გარდა ეს პროგნოზი-მეთქი, წვიმის ხმას გავდა პროგნოზიორის ხმა. რაღაცნაირად მეხამუშება წვიმას რომ ვეძახი ის ისე ახლო მეგობარია ჩემი, მეოფიციალურება, არადა არც ვიცი რა დავუძახო. მოკლედ ჩემი მეგობარი წვიმა მოდიოდა ქალქში და მე უნდა დავხვედროდი თანაც არც თუ ისე ურიგოდ ვაპირებდი ამის გაკეთებას. განვიძრახე მისთვის დიდი დღესასწაული მომეწყო ამ ნაცრისფერ ქალაქში, არ მინდოდა შავი ქოლგები
თ დახვედროდნენ და ზურგი ექციათ მისთვის, არ მინდოდა ენატრათ ნეტავ არ მოვიდესო, არც ის მინდოდა ბაყაყი არ მოეკლათ იმის გამო რომ არ მოსულიყო, უბრალოდ მართლა მინდოდა ბაყაყი არ მოეკლათ. დავიბანე, ჩავიცვი და როგორც ყოველთვის ნაუშნიკებს დავუწყე ძებნა. მოვძებნე. მერე გახსნა. მოკლედ დიდი რუტინაა. გავედი ქალაქში თან წვიმის მოლოდინში ვუსმენ სიმღეას, თან სიცცხისგან შეწუხებულ ასფალტზე მივაბიჯებ და ვფიქრობ რა ბედნიერი იქნება შუადღის მერე, ისიც კი წარმოვიდგინე იქიდან როგორ მოავბიჯებ, სველ ქუჩებში, უფრო ნელი ნაბიჯით, სახეზე ბედნიერი ღიმილით. ამ ყველაფრამდე კი უნივერსიტეტში ვიყავი მისასვლელი. სხვა საფიქრალიც მქონდა: რა სურპრიზი მომეწყო წვიმისთვის. ერთობ გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ არ ვიცოდი წვიმას დაბადების დღე როდის ჰქონდა, ამიტომ როდესმე ხომ უნდა აღგვენიშნა მისი გაჩენის დღესასწაული? ჰოდა დღეს იქნებოდა ეს დღე, დავასკვენი. რამდენიმე თანაკურსელი გარეთვე შემხვდა. ისე უცნაურად ლამაზები იყვნენ გავიფიქრე წვიმის ქალღმერთად ხომ არ გადააქცია ამინდმათქო. ლექციებიც დამთავრადა. ბიბლიოთეკაშიც ვიჯექი და ველოდი ძვირფას მეგობარს, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დატიალდა. მოკლედ იცით რისი თქმა მინდა? წვიმამ თავად მომიწყო საოცარი დღესასწაული. მოსაღამოვებულს, სახლში მიმავლას ისეთი წვიმა წამომეწია ჯერ რომ არ უნახავს ადამიანის თვალს, მე კი ნამდვილად არ ვუჯერებდი ამ უკანასკნელს. მოდიოდა მაგრამ იცით როგორი? ფერადი. დიახ, ფერადი წვიმა მოდიოდა. მოდიოდა და ცეკვავდა სახურავებზე, ქოლგებზე. ხარხარებდა, ერთად ვიცინოდით მორბენადლ ხალხზე.
_ხა-ხა-ხა-ხა!!!...
-წკაპ-წკაპ-წკაპ-წკაპ!... მან იცოდა, ზუსტად ვიცი, იცოდა, როგორ მიყვარდა ამ სურათის ცქერა. მე და წვიმა, ჩემი მეგობარი წვიმა, ერთად ვცეკვავდით: სახურავებზე, ბაღებში, გოგონას ნაწნავებზე, ბიჭების მხრებზე, მოკლედ ყველაფერზე რაც კი არსეობს დედამიწაზე. საოცრად ფერადები და ერთმანეთით ბედნიერები.... მოკლედ ასე მოვიდა წვიმა ქალაქში. სამწუხაროა , რომ მალევე წავიდა, მაგრამ თქვენც გეცოდინებათ ყველაფერი უჩვეულო მალევე მთავრდება. მე ვიცი, მჯერა რომ ასეთი წვიმა კვლავ მოვა დედამიწაზე, მოვა ჩემთვის და მოვა ყველასთვის ვინც გვიყვარს მე და წვიმას.

საღამოა, სახლში ვბრუნდები, სასიამოვნო მუსიკას ვუსმენ, ჩეს ნაბიჯებს ვაკვირდები და ვხედავ ფერად სველს ასფალტს, რომელიც საოცრად ბენიერი მეჩვენება...
No comments:
Post a Comment
please coment