Pages

Thursday, July 8, 2010

სიზმარა



შუაში მე აქეთ მზე, იქით მთვარე, უკან კიდე ვარსკვლავები....

Friday, July 2, 2010

Another hearts :)


ადამიანების მილიარდი კატეგორია არსებობს ყველა ერთმანეთს გავს და რაღაც ელემენტებით განსხვავდებიან კიდეც ერთმანეთისაგან, ერთ-ერთი განსხვავება ის არის, რომ ზოგს აღიზიანებს მსგავსება ზოგი მიილტვის მსგავსებისაკენ. ადამიანად ქცევის რამდენიმე რეცეპტიც კი არსებობს ამ პრობლემით დაავადებულ სამყაროში. აფთიქი ფიქრია სადღეღამისო ფიქრი. ფიქრში აღმოაჩენ წამალს რომელიც ან გიშველის ან უკუჩვენებას გამოიწვევს, მაგრამ მიუხედავად შედეგისა აფთიქი მაინც მნიშვნელოვანია. აფთიაქი იმედია რომელიც არ უნდა დაიხუროს.შენს აფთიაქში სხვისი ავადმყოფობის წამალი იშვიათად აღმოჩნდება ხოლმე და თუ აღმოჩნდა აფთიაქების ქსელს გააკეთებთ და ასე იცხოვრებთ ერთმანეთის ტკივილით. მარტოობა აფთიაქს ჩადგმისთვის საუკეთესო ადგილია და სწორედ სიმარტოვეს სჭირდბა აფთიაქი პირველ რიგში. დაავადებულ სულს მედიკამენტები ვერ შველის დაავადებული სულის ერთადერთი წამალი სიყვარულია.(ჯანსაღი და ძლიერმოქმედი) განკურნებას გისურვებთ.

Saturday, June 26, 2010

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა



ვფიქრობ რა მიხაროდეს...
იმ მეგობარს გაუმარჯოს ოდნოს ფასსვორდს რო გეტყვის და მერე არ შეცვლის :))
აა მიხაროდეს რო ცოცხალი ვარ, ეს თქვენ უნდა გიხაროდეთ.
10 წელიწადსი სასმელი წყლის და საჭმელის გარეშე დავრჩებით.
ზოგეიერთი ახლა ჭამს ერთმანეთს და მერე რას იზავს საინტერესოა.
საღეჭ რეზინს არ ვღეჭავ რო არ მომშივდეს.
ცოტა ვჭამოთ რა თორემ 10 წელში გათავდება =))
ეივონის მოლოდინი ყველაზე დიდი გრძნობაა ახლადჩამოყალიბებულ გრძნობათა შორის.
ხილიდან ბანანი ვარ; მშვიდი, საყვარელი და რომანტიული. ოჰ ეს ქვიზები.
მთვარე აეტუზა ჩემ ფანჯარას.
რა არის ეს მარკეტინგი.
როცა მახსოვხარ მენატრები.
სულ მენატრები.
სულერთი ხარ.
სულ ერთი.
დო_რბლი
რე-კლამა
მი-ყვარხარ
ფა_ნატი
სოლ-არიუმი
ლა-მბორჯინი
სი-ხარული.
სხვათაშორის არ წვიმს. სხვათაშორის არ მცხელა. სხვათა შორის არასოდეს!
მარილწაყრილ ლოკოკინას გავხარ.

Wednesday, June 23, 2010

კულინ(არ)ია, გამო(ცდები)

დილამშვიდობისა.

თან როგორი დილაა, ამ დროს ნახევარ თბილისს ძინავს ნახევარი ჭამს, ნახევარი ამთქნარებს და დანარჩენი არ ვიცი რას აკეთებს. ისე ამდენი ნახევარი რატომ? ეგ არაფერი დღეს მეპატიება იმიტომ, რომ ალბათ ერთადერთი ან მაქსიმუმ ოთხადმეოთხე ადამიანი ვარ ვინც ახლა სკოლაში უნდა წავიდეს და თქვენ წარმოიდგინეთ კულინარიის გამოცდა ჩააბაროს. არადა ხახვის დაჭრა ვიცი კარტოფილის შეწვა, მოხარშვა, დაჟე პერაშკების გამოცხობაც. ხოდა ასეთი ხელმარჯვე კულინარიაში რო ჩავიჭრა არ მეკადრება. თან ისე კარგად გამომდის საჭმელების კეთება, მაგრამ ჩემი ადგილი სამზარეულოში არ მეგულება. აი ეგ აღარ ვიცი  რამდენი გრადუსიანი უნდა მიიტანო მეორადი კერძი სუფრასთან კიდე ისეთი უცნაური კერძების სახელებია, დანარჩენი სამი მაინც უნდა იცოდე რა არის, რო არ გაჭედო. მოკლედ ადრე ავდქი როგორც ყოველთვის(არა ხშირად) და ველოდები როდის მოვემზადო და შემოგირბინეთ :*არ გააციოთ :)



ძალიან მარტივად არის ყველაფერი, უბრალოდ ვიღებთ ფურცელს ვწერთ ზედ სასურველ მოქმედებებს, რომელსაც მთელი დღის მანძილზე გავუმკლავდებით ვაგდებთ ზარდახშაში(არაცმ და არამც პარკში არა) კარგდ ავურევთ და ამოვიღებთ ერთს. გაფრთხილება:1)არ შევცვალოთ ფურცელი(ეს არის ის რასაც სამყარო გვიგზავნის და არ შევეწინააღმდეგოთ)
2)აუცილებლად მივუძღვნათ ჩვენი დღე ამ დავალების შესრულებას. ახლა მეც იგივეს გავაკეთებ და მოგახსენებთ რას ვაკეთებ დღეს. სავარაუდოდ მე ჩავწერ: მეცადინეობას, კომპიუტერს, გართობას, ხატვას, წერას, კოქტეილის გაკეთებას, პიცის გაკეთებას(ნამეტანი მშია)გარეთ გასვლაც შეგიძლიათ დაწეროთ თქვენ, მე ჯერ სახლს ვერ ვღალატობ. თუ კომპიუტერთან დავრჩი გპირდებით ბლოგს გავავსებ და პ.ს რაღაცას დავადიზაინებ ჩემი გარდერობიდან. ნეტა ეს ამოვიდეს :) მე ვემორჩილები სამყაროს! ასეთია დევიზი..

Tuesday, June 22, 2010

i want to live on the street of dreams



მიყვარს ქუჩები, სუფთა ქუჩები ჩემი ოცნებაა თბილისი ისეთ სუფთა ქალაქად გადიქცეს რომელის ტროტუარზეც  ჩამოვჯდები. ჩემთვის ქუჩა სითბოსთან ასოცირდება და ფერებთან, ბევრ ფერებთან. აი სიღნაღის ქუჩები მომწონს, მაგრამ მაინც ვერ დაჯდები, შეიძლება არც დაჯდე. თუ საქართველოში არ იქნება ისეთი ქუჩა, როგორიც მე მინდა წავალ პარიზში(ეს მუქარაა):პირველ რიგში, ქუჩა უნდა იყოს ქვაფენილიანი, ვიწროზე განიერი და აივნიანი სახლებით გარშემორტყმული...
street of dreams

I am freeeee!


ახლა არ ვიცი რა ვიგრძნო და რა გავაკეთო მეცადინეობა ძალიან შორეული განზრახვაა და მის რეალობაში მოყვანას ალაბთ აგვისტოს ბოლომდე ვერ შევძლებ. მიკვირს რატომ არ ვარ ახლა ძალიან მოწყენილი.  ერთ რამეს ვიტყვი რაც თავი გადავიპარსე მოწყენილობა ერთი წუთითაც არ დამუფლებია. ყველას შეგიძლიათ გადაიპარსოთ თავი ეს ერთ ერთი საუკეთესო საშუალებაა იყო ენერგიული და არაფერი გახევინებდეს უკან. გიყავრს ყველაფერი მოდური და ყველაფერ მოდურს უყვარხარ დღეში ათ სტილს ირგებ და ათივე მოგწონს.მოკლედ რაღა დაგიმალოთ და თმების გაზრდა აღარ მინდა. საერთოდ ვერ ვიტან ამ საშუალო თმებს რა უბედურებაა? :|ან გრძელი ან მოკლე. მოკლე ძალიან იმდენად რომ ვერ გიცნონ ერთი შეხედვით ამაშიც ხო არის რაღაც მაგარი? მოკლედ მოიშორეთ ზედმეტი ერთი ან ნახევარი კოლოგრამი თმა. ახლა ალბათ ნახევარი კილოთი ნაკლებიც ვიქნები. ყველაზე სასაცილო ის არი რო ხალხი აღფრთოვანებით მიყურებს (განსაკუთრებით თინეიჯერობა). ეს სასაცილოა თან მეუბნებიან მეც უნდა გადავიპარსოო. მე არ მითქვამს გადაიპარსეთთქო და ძალიან მეწყინება კიდეც. ხო კიდევ ერთი თუ ფიქრობთ რომ თქვენი თავი იმსახურებს ისუნთქოს და გარეგნობაც ხელს უწყობს იმ შემთხვევაში მომბაძეთ, თორემ ხასიათთან დაკავშირებით შეიძლება უკურეაქციები გამოიწვიოს.
პ.ს. ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი თმები გაგეზარდოს, გახსოვდეს, რომ შენ უთმებო დაიბადე (თუმცა მე არა)

ვახშამი

გემრიოლებებიიი... ჭამის დროა..
თუმცა ახლა ძალიან ვერიდები ჭამას ვირტუალური მაინც არ გამასუქებს ასე არ არი?
თან დიდად რა მცვივა ნერწყვბი. უუუგემრიელესი რააღაც რუღაცეები უნდა განახოთ., მართალია სასარგებლოობაზე გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ნამუ ნამუუუ.
დავიწყოთ იქიდან რომ რაც სკოლა დამთავრდა ერთხელ წავეტანე მარტო კუბეტს ისიც სამარხოს და რაღაც არ მესიამოვნა. კიტრის იყო ისე გულუბრყვილო თვალებით იყურებოდა შემეცოდა და შევჭამე.

ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ონეგას. ეს არის მართლა მაგარი ჩიფსი. მომენატრა მარა თან არ უნდა ვჭამო რო ვჭამ ვგრზნობ რო შიგნით პესტიციდებია თუ რაღაც (ეკომ იცის).. ხოდა არ გეგონოთ რომ ყველგან იშოვით მარტო ჩემი სკოლის ბუფეტში იშოვება.  ლურჯია ყველაზე გემრიელი ნუ სხვებსაც არაუშავს. ლურჯი მწვადისაა.. 
სურათებიც კი ძნელი მოსაპოვებელია. მოკლედ გისურვებთ ერთხელ მაინც გასინჯოთ ონეგა და ჩემი სკოლის ბუფეტის ხშირი სტუმარი გახდებითდა კიდევ რამდენიმე სიგემრიელე

ანდაზების და გამოთქმების რეალური გამოყენება


Wednesday, June 16, 2010

ჯიზოს ღვთაება

ჯიზო იაპონელთა მთავარი ღვთისმეტყყველია. იგი უმსუბუქებს ჯოჯოხეთში მოხვედრილთ ტანჯვას. მფარველობს ჯამრთელობისთვის და ცხოვრებისეული წარმატებისთვის მლოცველებს. ის ყველას მეგობარია.

”ინრო” იაპონელთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

ინრო ძველი იაპონური ტრადიციების ერთ-ერთი ელემენტია. ის წარმოადგენს პატარა ყუთს რომელსაც თავის ისტორია და ფორმაცვლილებები გააჩნია.

Sunday, June 13, 2010

ტელ ასმარის მლოცველი ფიგურები


ეს ფიგურები ჩვენ წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ შეიქმნა. თითქმის წარმოუდგენელი ოსტატობით შესრულებული მარმარილოს ნაკვეთი ფიგურები დღემდე აოცებს მნახველს. მლოცველთა ფიგურებს ფართოდ გახელილი თვალები, გრძელი წვერი და გრძელი ქვედა ტანი ამსგავსებთ ერთმანეთს.

Friday, June 11, 2010

Camille Rose Garcia

კამილა როუზ გარსია არის მხატვარი დიზაინერი, რომელიც ქმნის ანიმაციურ ნახატებს.

“La Isla de la Munecas”


კუნძულის სახელწოდება ესპანურად ასე ჟღერს “La Isla de la Munecas”

Friday, June 4, 2010

გაგიჟდები ისეთი საგიჟეთია.. ნეტა ამის ნახვის მერე რამდენიადამიანიმიიყვანეს?

როგორ შექმნა ღმერთმა ქალი

unikaluri naxatebi. :)

Song of memory



















ხშირად ადამიანს რომელიმე სიმღერა რაღაცას ახსენებს

Thursday, June 3, 2010

გა”თვალე”



დამეღალა ვაიმე დამეღალა.

Sunday, May 30, 2010

"InSomnia"

















ათასნაირი პრობლემა და დაავადება არსებობს, მათ შორის უძილობა.

თავისუფლების პოეზია!

























გალაქტიონთან ერთად მოკვდა ქართული პოეზია?

Jason mraz (mr.A-Z)


ჯეისონ მრაზი

ცხოვრება (ბავშვებს)


რა უცნაურია ცხოვრება.

Tuesday, May 4, 2010

ასტროლოგია


კარგა ხანია დაინტერესებული ვარ ასტროლოგიით, თუმცა ინტერესეი ამ ბოლო დღეებში გამიმძაფრდა და მე რასაც ვიფიქრებ თუ არ გავანდე დამსწრე საზოგადოებას გამორიცხულია, ეს ვარსკვლავებმა დამანათლეს ალბათ.

Saturday, May 1, 2010

Thursday, April 29, 2010

Your fault, rain!



მზე ვის არ უყარს და თბილი ამინდი მაგრამ საქართველოში კერძოდ თბილისშე მზე მოგვენატრააა..